|
| 1800 |
|---|
ფონდის გენერალური დირექტორის ოფიციალური ვიზიტი DAAD-სა და DFG-ში
| მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, ბონში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის კვლევითი ფონდის (DFG) ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, ფონდსა და DAAD-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი (Memorandum of Understanding), რომელიც გულისხმობს ახალი პროგრამის - “მობილობის პროგრამა ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისთვის” (PPP Programmes for Project-Related Personnel) განხორციელებას. პოსტსაბჭოთა სივრციდან საქართველო იქნება პირველი სახელმწიფო, რომელთან ერთადაც DAAD აღნიშნულ პროგრამას განახორციელებს. გარდა ამისა, ფონდის გენერალური დირექტორი შეხვდა DFG-ს წარმომადგენლობას. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის განხორციელებასა და ერთობლივი ბილატერალური პროგრამების დაგეგმვაზე. გერმანიის კვლევითი ფონდის წარმომადგენლების მხრიდან ფონდში ვიზიტი იგეგმება მიმდინარე წლის სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც ისინი წარმოადგენენ DFG-ს სამეცნიერო პრიორიტეტებსა და დაფინანსების სქემებს. DFG-ს წლიური ბიუჯეტი 3,2 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება ყველა სამეცნიერო მიმართულება. |

11-03-2019
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
|
10-05-2019 აშშ-ში რუსმა რეპერმა ტიმატიმ რესტორანი გახსნა, რომელშიც საკვები შავი ხელთათმანით უნდა მიირთვათ |
|---|
|
18-10-2019 საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 |
|
24-04-2019 ეკონომიკის სამინისტრო: ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს |
|
07-05-2019 467,8 მლნ ლარი 3 თვეში - რა შემოსავალს იღებენ ბანკები ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხების პროცენტებიდან |