ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას
ნავიგატორი
1354


ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ კონფერენციაზე Energy Transition Dialogue 2019.

ნათია თურნავამ კონფერენციაზე მოხსნება გააკეთა თემაზე: ენერგორესურსების დივერსიფიცირება და ახალი ტექნოლოგიები, როგორც ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის წინაპირობა.

ნათია თურნავამ მიმოიხილა ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიცირების გლობალური მნიშვნელობა, როგორც ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების, ასევე გეოპოლიტიკური რისკების შემცირების თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს როლზე რეგიონალური ჭრილში და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ მდებარეობას ევროპასა და აზიას შორის, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა საქართველოს გავლით ე.წ. ენერგეტიკული „ხიდის“ განვითარებისთვის.

მან დაასახელა კონკრეტული სამომავლო პროექტები, რომელებიც ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოებისა და მიწოდების სტაბილურობის ნიადაგს შექმნის. მათ შორის საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ინიცირებულ შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტს, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას ისახავს მიზნად.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა საქართველოში ქარისა და მზის ენერგიისადმი მზარდი ინტერესი და მიმოიხილა მათი ქსელში ინტეგრაციის სამომავლო პესპექტივები.

მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებზე, რომელიც ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრირების შესაძლებლობების შესწავლასა და საპილოტე პროექტების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას რეგიონში. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტი, რომლის შემდგომი განვითარებითაც ბუნებრივი გაზის ცენტრალური აზიიდან ევროპის ბაზრისთვის მიწოდება იქნება უზრუნველყოფილი. „საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს იმ პროექტების განვითარებას, რომლის მიზანიც ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერება, ენერგორესურსების დივერსიფიცირება და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაა“ - განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილემ გამოსვლის დასასრულს ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს სწრაფად ცვალებად ენერგეტიკულ რუკასა და გეოპოლიტიკური დინამიკურობიდან გამომდინარე, განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური ათვისებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე, რაც ენერგეტიკული ბაზრების კონკურენციის გაზრდის წინაპირობაა.

11-04-2019

წყარო: pia.ge

16-06-2023

ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: მონაცემები ცვლილებებისთვის

17-06-2019

საგანმანათლებლო პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ დაიწყო

01-05-2023

EU4Dialogue Summer School

30-05-2019

GWP-ში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის რეაბილიტაციის გამო წყლის მიწოდება მასობრივად არ შეიზღუდება

30-05-2019

GWP-ში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის რეაბილიტაციის გამო წყლის მიწოდება მასობრივად არ შეიზღუდება

16-06-2023

ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: მონაცემები ცვლილებებისთვის

17-06-2019

საგანმანათლებლო პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ დაიწყო

01-05-2023

EU4Dialogue Summer School


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ