ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, Berlinale, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი
ნავიგატორი
2847


ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, Berlinale, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 7-დან 17 თებერვლის ჩათვლით,  ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე  „Berlinale“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი.  

„ბერლინალე“ მსოფლიოში კინოინდუსტრიის დარგში  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალია, რომელიც ყოველი წლის თებერვალში ტარდება. ღონისძიებას ყოველწლიურად ათი ათასობით ვიზიტორი, მათ შორის 3 500 ჟურნალისტი ესწრება.

საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის მიზნით, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სტენდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ „cash rebate“ მექანიზმის შესახებ.  

ამასთანავე, ღონისძიების მსვლელობის ფარგლებში ჩანიშნულია შეხვედრები უნგრეთის, პოლონეთის, შვედეთის პროდიუსერებთან, სადაც განიხილება კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება, “გადაიღე საქართველოში“ პროგრამის  მექანიზმი და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

შენიშვნა:

შეგახსენებთ, რომ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.

2019 წლის იანვრის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 19 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 13 ფილმზე, დამატებით 6 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 37,8  მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 4 000-მდე ადამიანს შეადგენს.

15-02-2019

წყარო: enterprisegeorgia

04-03-2019

საქართველოს ბანკი მარტში ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

25-02-2019

2018 წელს 182.2 მლნ ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები ვერ შესრულდა

26-10-2022

კონკურსი გრაფიკული პოსტერის შექმნაზე

21-05-2019

სახელმწიფო პროგრამაზე ,,აწარმოე უკეთესი მომავალისთვის“ განაცხადების მიღება დასრულდა!

21-05-2019

სახელმწიფო პროგრამაზე ,,აწარმოე უკეთესი მომავალისთვის“ განაცხადების მიღება დასრულდა!

04-03-2019

საქართველოს ბანკი მარტში ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

25-02-2019

2018 წელს 182.2 მლნ ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები ვერ შესრულდა

26-10-2022

კონკურსი გრაფიკული პოსტერის შექმნაზე


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ