|
| 1826 |
|---|
Ford-ი აშშ-ს ბაზრიდან მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს
| ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია და მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებელი Ford-ი მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს, წერს გამოცემა BBC-ი. კომპანიის ცნობით ამის მიზეზია სამუხრუჭე სისტემაში არსებული ხარვეზი, რომელიც საჭეს მწყობრიდან გამოიყვანს. Ford-ი ამ გადაწყვეტილების შედეგად $180 მილიონით იზარალებს. Ford-ის დილერების განცხადებით, კანადიდან კომპანიამ 2010-2017 წლებში 12 000 Ford Taur-ი გამოიწვია, ხოლო 2009-17 წლებში Ford Flex-ი და Lincoln MKT. ასევე 2014 წელს Ford--მა 1,1 მილიონი ავტომობილი ჩრდილოეთ ამერიკიდან გამოიწვია და მაშინაც ამ გადაწყვეტილების მიზეზი საჭის გაუმართაობა გახდა. |

13-06-2019
წყარო: imedinews.ge
|
23-12-2022 კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის |
|---|
|
13-03-2019 სოციალურ მედიაში ახალი გამოწვევა #Trashtag გავრცელდა |
|
21-03-2023 გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი |
|
29-08-2019 კონსულტაცია კონკურსისთვის:საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალიტეტში |