მწვანე საგრანტო პროგრამა
ნავიგატორი
1128


UNDP მწვანე საგრანტო პროგრამა

უნიკალური ნომერი: 001019

კონკურსის შესახებ:

ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების „მწვანე საგრანტო პროგრამა“ ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები ოჯახებისა და არსებული ბიზნეს სექტორისთვის ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვაზე წვდომის გამარტივებას, ენერგიის ხარჯების დაზოგვის, კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედების შემსუბუქებისა და ბუნებრივ რესურსებზე (განსაკუთრებით ტყის რესურსზე) ზეწოლის შემცირების მიზნით. ვინაიდან, მიმდინარე მდგომარეობით საქართველოში ტყის რესურსი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის კვლავ მთავარი ენერგიის წყაროა, მწვანე საგრანტო პროგრამა მხარს უჭერს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის მიმართულების (მათ შორის ბაზრების) განვითარებას ქვეყანაში. პროგრამა მოიცავს შემდეგ ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების თანადაფინანსებას: თბოიზოლაცია, მზის ენერგიაზე მომუშავე ქარხნულად დამზადებული ვაკუუმური ტიპის წყლის გამაცხელებელი, მზის ენერგიაზე მომუშავე მარტივი ტიპის წყლის გამაცხელებელი და ჰაერის გამათბობელი.

თანადაფინანსების მოცულობები

  • მზის ენერგიაზე მომუშავე მარტივი ტიპის წყლის გამაცხელებელი და ჰაერის გამათბობელი): თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს ღირებულების 90%-მდე არაუმეტეს 1,000 ლარისა.

  • მზის ენერგიაზე მომუშავე ქარხნულად დამზადებული ვაკუუმური ტიპის წყლის გამაცხელებელი : თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს ღირებულების 80%-მდე არაუმეტეს 3,000 ლარისა.

  • შენობის პირველი სართულის თბოიზოლაცია - თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს ღირებულების 70%-მდე არაუმეტეს 8,000 ლარისა.

  • შენობის სრული თბოიზოლაცია: თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს ღირებულების 60%-მდე არაუმეტეს 12,000 ლარისა.

პროგრამის განხორციელების არეალი

პროგრამა ხორციელდება საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ახალქალაქი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ქედა, ხულო, ლაგოდეხი ან თეთრიწყარო.

პოტენციური ბენეფიციარი

  • პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია ვებ. გვერდზე რეგისტრაცია და ინტერესის გამოხატვა შერჩეულ ტექნოლოგიაზე.

  • განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების წარმოდგენა.

  • დისტრიბუციის საფასურის გადახდა (დისტრიბუციის სერვისის მიღების შემთხვევაში).

  • ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის გადახდა.

დისტრიბუტორები

  • პროგრამის ფარგლებში რეგისტრირდებიან, როგორც დისტრიბუტორები და განსაზღვრავენ დისტრიბუციის საფასურს.

  • ახდენენ ადგილობრივ მოსახლეობაში პროგრამის პოპულარიზაციას და პროგრამაში არეგისტრირებენ პოტენციურ ბენეფიციარებს.

  • მხარს უჭერენ სქემაში ჩართულ მონაწილეებს (ბენეფიციარი და მიმწოდებელი) მთელი პროცესის განმავლობაში.

მომწოდებლები

  • მომწოდებელი ტვირთავს ტექნოლოგიის დეტალური აღწერას (დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით) და უთითებს შესაბამის ფასს.

  • მოთხოვნის შესაბამისად უგზავნის ინდივიდუალურ შეთავაზებასა და სამუშაო გეგმას თითოეულ მომხმარებელს.

  • ბენეფიციარს უწევს მომსახურებას შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით.

ხარისხის მაკონტროლებლები

  • გაეროს განვითარების პროგრამის მოთხოვნით, ინსტალაციის პროცესის არა გეგმიური შემოწმებას ჩაატარებენ ხარისხის მაკონტროლებლები და შეამოწმებენ საბოლოო ინსტალაციის ხარისხს.

პროგრამის ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

  • საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი.

  • უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი ან ბიზნესის ობიექტი), სადაც ხორციელდება თანადაფინანსება უნდა იყოს ბენეფიციარის საკუთრებაში.

  • ფიზიკური პირის შემთხვევაში ბენეფიციარი უნდა იყოს მიზნობრივი მუნიციპალიტეტის მუდმივი მაცხოვრებელი, ხოლო სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში ბენეფიციარი უნდა ოპერირებდეს მიზნობრივ მუნიციპალიტეტში.

  • ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს საბანკო ანგარიში საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ კომერციულ ბანკში.


წყარო: UNDP

დამატებულია: 21-10-2021

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2021

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 27 დღე;






28-11-2021

საგრანტო კონკურსი

21-01-2019

საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III)

25-01-2019

EU4Business საგარანტიო პროგრამა

10-11-2021

საგრანტო კონკურსი

10-11-2021

საგრანტო კონკურსი

28-11-2021

საგრანტო კონკურსი

21-01-2019

საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III)

25-01-2019

EU4Business საგარანტიო პროგრამა


სიახლეების გამოწერა





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ