უნიკალური კოდი: #001830 ახალი

25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - სამცხე-ჯავახეთი (2026)

წყარო: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)

განაცხადის ბოლო ვადა
02.11.2026
დარჩა 15 დღე
საიტზე დამატებულია
18.10.2026
ნახვები
1

GITA აცხადებს კონკურსს „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ სამცხე-ჯავახეთისთვის. გრანტი — 25 000 ლარამდე.

ვის შეუძლია: ინოვაციურ მოწყობილობაზე ან პროგრამულ უზრუნველყოფაზე მომუშავე პირებს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში რეგისტრირებული ბიზნესია ან იქ რეგისტრაციას გეგმავენ. ფიზიკურ პირს შეუძლია განაცხადის შეტანა, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულებამდე უნდა დაარეგისტრიროს სამეწარმეო სუბიექტი. ხელშეკრულებიდან 3 წლის განმავლობაში მისამართის სხვა რეგიონში გადატანა არ შეიძლება.

შეფასების კრიტერიუმები:

  • დამფუძნებლების კომპეტენციები
  • ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება
  • სამიზნე ბაზარი და კონკურენტული უპირატესობა
  • რეგიონული განვითარებისა და მასშტაბირების პოტენციალი

საჭირო დოკუმენტები: პირადობის ასლი, განმცხადებლისა და გუნდის წევრების CV, არასრულწლოვნის შემთხვევაში მშობლის თანხმობა.

განაცხადის მიღება: 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის 23:56-მდე, grants.gov.ge-ზე. გრანტის გაცემის წესი და ხშირად დასმული კითხვები იხილეთ ოფიციალურ გვერდზე.

ინფორმაციის წყარო: grants.gov.ge