ტურისტული სერვისების ინდუსტრია
წყარო: აწარმოე საქართველოში
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.12.2021
- საიტზე დამატებულია
- 22.10.2021
პროგრამის შესახებ:
ტურისტული სერვისების ინდუსტრიის კომპონენტის მიზანია თემატური პარკების, ტურისტული სერვისების და კლიმატო - ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება. აღნიშნული ინოვაციური მიმართულებები ხელს შეუწყობს ტრადიციული ეკონომიკური საქმიანობების ჩანაცვლებას თანამედროვე ბიზნესაქტივობებით.
საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება
*კომერციული ბანკების შემთხვევაში
-
სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტი სესხის შემთხვევაში განისაზღვრება - სესხის გაცემის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3% (დღეის მდგომარეობით - 13%)
-
სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს
-
სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებების შესაძენად
* პროგრამის პირობები
-
პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით
დაფინანსების სფეროები:
-
სპორტული ობიექტების საქმიანობები
-
სპორტული კლუბების საქმიანობები
-
ფიტნესის ობიექტები
-
სხვა სპორტული საქმიანობები
-
გასართობი პარკების და თემატური პარკების საქმიანობები
-
გართობის და დასვენების სხვა საქმიანობები
-
შემოქმედებითი, სახელოვნებო და გართობის საქმიანობები
-
მუზეუმების საქმიანობა
-
ისტორიული ადგილების და ნაგებობების და მსგავსი კულტურის ძეგლების ექსპლუატაცია
წყარო: აწარმოე საქართველოში