ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001113 დასრულებული

კონკურსი ფოტოგრაფების შესარჩევად

წყარო: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

განაცხადის ბოლო ვადა
25.04.2022
საიტზე დამატებულია
05.04.2022

კონკურსის შესახებ:

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში არის 5 წლიანი (2022-2026) ინიციატივა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI).

პროგრამის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს კონკურსს პროფესიონალი ფოტოგრაფების შესარჩევად, რომლებიც დაკვეთის შესაბამისად უზრუნველყოფენ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების და ღონისძიებების ფოტოგადაღებას.

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ აქ.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 25 აპრილი.


წყარო: http://jobs.ge