მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 25.11.2022
- საიტზე დამატებულია
- 26.09.2022
კონკურსის შესახებ:
პროგრამის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარის მიერ შევსებული განაცხადის ფორმა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება მატერიალური სახით, სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელთან ან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული სამსახურის თანამშრომელთან.
პროგრამის მიზანი
- მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა;
- რძის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებით ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა;
- გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა;
- წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება;
- სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მიგრაციული პროცესების შეჩერების ხელშეწყობა.
პროგრამის განმახორციელებელი
- პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.
- პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული, რძის გადამამუშავებელი საწარმოს კომპონენტი
| კომპონენტის ფარგლებში განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია 2022 წლის 5 ოქტომბრამდე |
კომპონენტი ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული, დღიურად 2 ტონა რძის გადამუშავების სიმძლავრის მქონე რძის გადამამუშავებელი საწარმოს (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა და საწარმოო აღჭურვილობები) გადაცემას კონკურსის წესით შერჩეული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივისათვის მთლიანი ღირებულების 25% პროცენტად, რომელსაც კონკურსში გამარჯვებული კოოპერატივი დაფარავს 8 წლის განმავლობაში მთავრობის დადგენილებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
საწარმოო ინფრასტრუქტურის საბაზრო ღირებულება შეადგენს 940,144 ლარს.
შენიშვნა: პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ შესყიდულ იქნება რძის (2 ტონა) მზიდი ავტომანქანა, რომლის ღირებულებაც დაემატება საწარმოს ღირებულებას და აისახება გადაცემის შემდგომ დამატებით ხელშეკრულებაში.
პირობები
- პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
- პოტენციური ბენეფიციარს ან/და მის მეპაიეებს ჯამურად საკუთრებაში ჰყავთ არანაკლებ 200 სული ფური და/ან დეკეული;
- პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11-ს და ყველა მეპაიე რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში, ხოლო არანაკლებ 11 მეპაიე რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში, რომელიც მიეკუთვნება იმ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელშიც რეგისტრირებულია პოტენციური ბენეფიციარი;
- ფური და/ან დეკეული, რომელიც პოტენციური ბენეფიციარის რამდენიმე მეპაიე კოოპერატივის საკუთრებაში ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში ფიქსირდება, ჩაითვლება ერთ სულად;
- პოტენციურ ბენეფიციარს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
- პოტენციური ბენეფიციარი არ არის აღრიცხული მოვალეთა რეესტრში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- განაცხადის ფორმა;
- უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- წევრთა რეესტრის ასლი;
- ცნობა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა მფლობელობაში არსებული არანაკლებ 200 სული ფურის ან/და დეკეულის შესახებ;
- ამონაწერი სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ნოტარიალურად დამოწმებული კოოპერატივის წევრთა საერთო კრების ოქმი, სადაც გამოხატულია თანხმობა პროგრამაში მონაწილეობის და პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ;
- ცნობა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
- პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი პიროვნების რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
- სხვა დამატებითი დოკუმენტაცია სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში.
ახალქალაქის, დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ასაშენებელი რძის გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი
| კომპონენტის ფარგლებში განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია 2022 წლის 26 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით |
კომპონენტი ითვალისწინებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. კოთელიაში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. განახლებაში და წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ტბეთში (ხადიკი) დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავების სიმძლავრის ასაშენებელი საწარმოების გადაცემის მიზნით ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გამოვლენას კონკურსის გზით. საწარმოების აშენებისა და გადაცემის შემდგომ, კოოპერატივები 8 წლის განმავლობაში დაფარავენ საწარმოს საბაზრო ღირებულების 25%-ს მთავრობის დადგენილებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
ერთი ერთეული საწარმოო ინფრასტრუქტურის საორიენტაციო (სავარაუდო) ღირებულება შეადგენს 6,000,000 ლარს (თითოეული საწარმოს საბაზრო ღირებულება დადგინდება საწარმოების აშენების და სრულად აღჭურვის შემდგომ).
პირობები
- პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
- მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ არანაკლებ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;
- პოტენციური ბენეფიციარის მეპაიე თითოეულ კოოპერატივს ან/და მათ მეპაიეებს (ერთობლივად) საკუთრებაში ჰყავთ არანაკლებ 200 სული ფური და/ან დეკეული;
- ფური და/ან დეკეული, რომელიც პოტენციური ბენეფიციარის რამოდენიმე მეპაიე კოოპერატივის საკუთრებაში ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში ფიქსირდება ჩაითვლება ერთ სულად;
- პოტენციურ ბენეფიციარს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
- პოტენციური ბენეფიციარი არ არის აღრიცხული მოვალეთა რეესტრში.
- განაცხადის ფორმა;
- უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- წევრთა რეესტრის ასლი;
- ცნობა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა მფლობელობაში არსებული არანაკლებ 200 სული ფურის ან/და დეკეულის შესახებ;
- ცნობა/ამონაწერი სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ნოტარიალურად დამოწმებული კოოპერატივის წევრთა საერთო კრების ოქმი, სადაც გამოხატულია თანხმობა პროგრამაში მონაწილეობის და პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ.
- ცნობა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;
- სხვა დამატებითი დოკუმენტაცია სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში;
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო