ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001409 დასრულებული

ინოვაციების და გამოწვევების საგრანტო პროგრამა

წყარო: Usaid-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
27.04.2023
საიტზე დამატებულია
27.03.2023

კონკურსის შესახებ:

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს „ინოვაციების და გამოწვევების გრანტებზე“. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობების, პროფესიული ასოციაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებების ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა ჩართულობის ან/და სათემო აქტივიზმის გაზრდისკენ.

ამ კონკურსის ფარგლებში გაიცემა რვა გრანტი. რეგისტრირებული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გასაცემი გრანტების ბიუჯეტი $10,000-დან $30,000-მდე იქნება, ხოლო მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის გასაცემი გრანტების ბიუჯეტი $1,000-დან $10,000-მდე. ორივე ტიპის გრანტების ხანგრძლივობა კი – 12 თვემდე.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 19 აპრილს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 2023 წლის 27 აპრილი.

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსზე, სააპლიკაციო ფორმა და ბიუჯეტის ნიმუში იხილეთ თანდართულ ფაილებში


წყარო: Usaid-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა