ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001424 დასრულებული

კონკურსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

წყარო: პროფესიული უნარების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
30.04.2023
საიტზე დამატებულია
03.04.2023

კონკურსის შესახებ:

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების მხარდაჭერის, ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა-განვითარებისა და არაფორმალური განათლების პრინციპების ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, "პროფესიული უნარების სააგენტო", უკვე მეორედ, აცხადებს კონკურსს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს (საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ) ადგილობრივ/რეგიონულ, ახალგაზრდულ/სამოქალაქო ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა.
** პარტნიორ ორგანიზაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელმოწერილი მემორანდუმი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტები გამოაგზავნოთ ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის- EFLOW-ს საშუალებით.

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ორგანიზაციას არ აქვს აღნიშნული საქმისწარმოების სისტემა, განაცხადი გამოგზავნეთ პროფესიული უნარების სააგენტოს ოფიციალურ ელ.ფოსტაზე: info@geoskills.ge

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ კონკურსის სახელწოდება- "პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა და განვითარება".

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილი.

გისურვებთ წარმატებას!


წყარო: https://jobs.ge/