კონკურსი: მედია პროექტები კორპ. პასუხისმგებლობის შესახებ
ნავიგატორი
157


კონკურსი: მედია პროექტები კორპ. პასუხისმგებლობის შესახებ

უნიკალური ნომერი: 001455

კონკურსის შესახებ:

საპროექტო იდეების საგრანტო კონკურსი: "მედია პროექტები კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ"

"CSRDG", ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საპროექტო იდეების საგრანტო კონკურსს "მედია პროექტები კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ".

საგრანტო კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის/კორპორაციული მდგრადობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა, ამ გზით ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის მართებული აღქმის დამკვიდრება.

გრანტი გაიცემა მედია პროდუქტების მოსამზადებლად: სტატიების ან ბლოგების ციკლი/სერია ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში; გადაცემების ან სიუჟეტების ციკლი/ სერია ან რუბრიკა ონლაინ ან სამაუწყებლო მედიაში (რადიო, ტელევიზია).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ მედია ორგანიზაციას - ტელევიზიას, ბეჭდურ და ონლაინ მედიას, რადიოს, - რომელსაც აქვს ა (ა)იპი სტატუსი; ან მედია ორგანიზაციაში დასაქმებულ ფიზიკურ პირს.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული პროექტისათვის - 5000 ევროს შესაბამის თანხას ეროვნულ ვალუტაში.

განაცხადების წარდგენა მიმდინარეობს ორ ეტაპად: პირველი ეტაპი- საპროექტო იდეის განაცხადი;. მეორე ეტაპი- სრული საპროექტო განაცხადი.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ფიზიკურმა პირებმა საპროექტო იდეის განაცხადის პაკეტი უნდა წარმოადგინონ თანდართული საგრანტო განაცხადის ფორმების მიხედვით, ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: csrmediagrants@gmail.com. საპროექტო იდეის განაცხადების ელექტრონული ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივნისი, 18:00.

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო განაცხადის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში - საგრანტო განაცხადის სახელმძღვანელო პირობები, განაცხადის ფორმები და დანართები.

საკონტაქტო პირი: ლიზი ლეჟავა. ტელ.: 595 981 000; ელ.ფოსტა: csrmediagrants@gmail.com


წყარო: https://jobs.ge/

დამატებულია: 15-05-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15-06-2023

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 15 დღე;






01-05-2023

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა

16-05-2023

25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - სამეგრელო

16-05-2023

25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - ზემო და ქვემო სვანეთი

25-01-2019

სტარტაპ სასტუმრო სესხი – თიბისი ბანკი

25-01-2019

სტარტაპ სასტუმრო სესხი – თიბისი ბანკი

01-05-2023

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა

16-05-2023

25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - სამეგრელო

16-05-2023

25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - ზემო და ქვემო სვანეთი


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ