25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - სამცხე-ჯავახეთი
ნავიგატორი
323


25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - სამცხე-ჯავახეთი

უნიკალური ნომერი: 001537

კონკურსის შესახებ:

  • 25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - სამცხე-ჯავახეთი
  • დაწყების თარიღი: 4 სექტემბერი 2023
  • დასრულების დრო: 4 ოქტომბერი 2023 23:59
  • დარჩენილი დღეები: 31

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის "

მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში

  • ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას;

  • ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;

საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) დამფუძნებლების კომპეტენციები;

ბ) ინოვაციური პროდუქტი/სერვისი;

გ) სამიზნე ბაზარი/კონკურენტული უპირატესობა;

დ) რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი;

აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:

თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონში.

ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.

გრანტის მიმღები არ არის უფლებამოსილი საგრანტო ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ადგილსამყოფელი/იურიდიული მისამართი გადაიტანოს სხვა რეგიონში.

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით grants@gita.gov.ge


წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

დამატებულია: 04-09-2023

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 04-10-2023

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 10 დღე;






26-10-2022

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

10-02-2023

ბიზნეს უნივერსალი

25-01-2019

სტარტაპ აგრო სესხი - თიბისი ბანკი

20-01-2023

ღია კარის საგრანტო პროგრამა

20-01-2023

ღია კარის საგრანტო პროგრამა

26-10-2022

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

10-02-2023

ბიზნეს უნივერსალი

25-01-2019

სტარტაპ აგრო სესხი - თიბისი ბანკი


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ