ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001562 დასრულებული

საგრანტო კონკურსი: მერძეული ფერმის დაარსება

წყარო: Land O`Lakes Venture37

განაცხადის ბოლო ვადა
29.12.2023
საიტზე დამატებულია
09.10.2023

კონკურსის შესახებ:

"Land O`Lakes Venture37" აცხადებს საგრანტო კონკურსს: მერძეული ფერმის დაარსება.

"ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის" (USDA) მიერ დაფინანსებული და "Land O`Lakes Venture37"-ის მიერ ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტი "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" - შემდგომში SQIL, მიზნად ისახავს საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდას და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას საქართველოში. საგრანტო კონკურსი შესაძლებლობას აძლევს თანამედროვე მსხვილფეხა საქონლის რძის პირველად მწარმოებლებს (რძის მწარმოებელი ფერმერები) წარადგინონ განაცხადები და მიიღონ USDA-ის მხრიდან დაფინანსება მერძეული ფერმის თანამედროვე ტიპის სადგომის დასაარსებლად. განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: nkeshelava@landolakes.com და SQILbizops@landolakes.com არაუგვიანეს, 2023 წლის 29 დეკემბრისა.


წყარო:https://jobs.ge/