საგრანტო კონკურსი: ახალი პროდუქტის შექმნისათვის
წყარო: Land O`Lakes Venture37
- განაცხადის ბოლო ვადა
- 29.01.2024
- საიტზე დამატებულია
- 10.11.2023
კონკურსის შესახებ:
"Land O`Lakes Venture37" აცხადებს საგრანტო კონკურსს ახალი პროდუქტის შექმნისათვისს
"ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის" (USDA) მიერ დაფინანსებული და "Land O`Lakes Venture37"-ის მიერ ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტი "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" - შემდგომში USDA SQIL, მიზნად ისახავს საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდას და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას საქართველოში.
თანადაფინანსების პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული, მოგებაზე ორიენტირებული მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებლები, მათ შორის გადამამუშავებელი, სასაკლაო და სხვა, მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და რძის ახალი პროდუქტების, მათ შორის თანმდევი პროდუქტების წარმოების დაწყების მიზნით, რაც გაზრდის საქართველოს მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების ბაზრის სისტემების კონკურენტუნარიანობას მომგებიანობის გაუმჯობესების, პროდუქტების დივერსიფიკაციის, ბაზარზე წვდომისა და მყიდველ-გამყიდველის კავშირების გაუმჯობესების გზით.
განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: Lkasrashvili@landolakes.com და SQILbizops@landolakes.com არაუგვიანეს, 2024 წლის 29 თებერვლისა.
წყარო: https://jobs.ge/