ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001678 დასრულებული

სეზონური სკოლა

წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

განაცხადის ბოლო ვადა
20.03.2024
საიტზე დამატებულია
07.02.2024

კონკურსის შესახებ:

კონკურსის მიზანია, ხელი შე­უწყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სეზონური სკოლ(ებ)ის ორგანიზებასა და ფუნქციონირებას, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:

ა) სეზონური სკოლის ორგანიზატორთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო თანხის 10% (1500 ლარი);

ბ) სეზონური სკოლის მომხსენებელთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო თანხის არაუმეტეს 20% (3000 ლარი);

გ) სეზონური სკოლის მონაწილეთა სასტუმროს, მგზავრობის და კვების ხარჯი;

დ) კონფერენციის მოსაწყობად საჭირო ფართისა და აპარატურის დაქირავების ხარჯი;

ე) სხვა საქონელი და მომსახურება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://bit.ly/40ffR13

ა) განცხადება

ბ) საგრანტო განაცხადის აპლიკაცია;

გ) სეზონური სკოლის დღის წესრიგი;

დ) სეზონური სკოლის მომხსენებელთა ავტობიოგრაფია (CV);

ე) ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) თანაორგანიზატორის არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილი გაცემული თანაორგანიზატორის მიერ.


იხილეთ:

დებულება

სეზონური სკოლის მოწყობის ფარგლებში წარმოდგენილ განაცხადთა შეფასების კრიტერიუმები

პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2024 წლის 5 თებერვლიდან (09:00 სთ.) - 20 მარტის (18:00 სთ.) ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილისქუჩა №4.

ტელ: 577 27 02 35 - ნინო ნაკაშიძე

ელ-ფოსტა: umaglesiganatleba2017@gmail.com

Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო


წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი