მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისათვის
ნავიგატორი
375


მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისათვის

უნიკალური ნომერი: 001775

კონკურსის შესახებ:

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს მედია კონკურსს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის. კონკურსის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაცია, თემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მედია საშუალებების დაინტერესება ამ მიმართულებით.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ტელე/რადიო ან ციფრულ/ბეჭდურ მედია საშუალებებში.

კონკურსისპირობები:

  • ტელე/რადიო რეპორტაჟი, ბეჭდური/ონლაინ სტატია უნდა იყოს ანალიტიკური და ეხებოდეს კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე აქტუალურ საკითხებს;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა, ეთერში გავიდა 2023წლის 1  სექტემბრიდან – 2024წლის  31 აგვისტოსჩათვლით;
  • ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ტელე/რადიო რეპორტაჟის, ბეჭდური/ონლაინ სტატიის  გამოგზავნა;
  • აპლიკანტმა ბეჭდური/ონლაინ სტატიის ტექსტი უნდა წარადგინოს PDF ფორმატში (ტექნიკური მახასიათებლები:  ტექსტი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფონტი – sylfaen,  ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება 1.5);
  • კონკურსში წარდგენილ მასალას თან უნდა ერთვოდეს მედია ორგანიზაციის დასახელება და გამოქვეყნებული მასალის ბმული; ელ. ფოსტაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ–ფოსტა);
  • პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება შესარჩევი ტურიდან;
  • საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2024წლის2სექტემბერი;
  • ტექსტის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ–ფოსტაზე: mediaaward@unglobalcompact.ge
  • გამოგზავნისას ელექტრონული წერილის სათაურში („subject“ველი) მიუთითეთ: მედიაპასუხისმგებლიანიბიზნესისათვის.

აპლიკანტების მიერ, კონკურსის ფარგლებში, გამოქვეყნებული მასალები დაიდება ორგანიზაციის სოციალურ გვერდებზე, ჰეშთეგით #მედიაპასუხისმგებლიანიბიზნესისთვის.

შეფასებისკრიტერიუმები:

თემასთან შესაბამისობა, საკითხის სწორად გააზრება და გადმოცემა

  • შერჩეული თემა კონკურსის პირობების რელევანტურია
  • კონკურსანტს სრულად აქვს გააზრებული და გადმოცემული საკითხი

საკითხის რელევანტურობა

  • ნამუშევარში გათვალისწინებულია მიმდინარე აქტუალური საკითხები საქართველოში
  • საკონკურსო მასალა ეხმაურება მსოფლიოს აქტუალურ თემებს

მასალების შეგროვება, ანალიზი და რესპონდენტები

  • შეგროვებული მასალა კარგად არის გაანალიზებული, დამუშავებული და არგუმენტირებული
  • რესპონდენტების მრავალფეროვნება და თემასთან შესაბამისობა

ავტორის მხრიდან თემის დაბალანსებული და ობიექტური ასახვა

  • ობიექტურადაა თემა/პრობლემატიკა წარმოჩენილი
  • თემის ირგვლივ შერჩეული რესპონდენტები დაბალანსებულადაა წარმოდგენილი

ტერმინოლოგია

  • კორპორაციული მდგრადობის თემასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია სწორადაა გამოყენებული
  • ჟურნალისტის მხრიდან რესპონდენტები/ობიექტები ეთიკურ ჭრილშია განხილული და წარმოჩენილია

კონკურსშიგამარჯვებულები დაჯილდოვდებიანშემდეგკატეგორიებში:

  • საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი;
  • საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დაგეგმილია 2024 წლის ოქტომბერში.

საკონტაქტო პირი:

თამარ ღუნაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, 599800553 tamar@unglobalcompact.ge


წყარო: Global Compact Network Georgia

დამატებულია: 14-05-2024

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 02-09-2024

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 74 დღე;






04-04-2023

საგრანტო კონკურსი "ახალი დემოკრატიის ფონდი"

14-05-2024

Annual Program Statement

07-03-2023

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

07-05-2022

დანერგე მომავალი

07-05-2022

დანერგე მომავალი

04-04-2023

საგრანტო კონკურსი "ახალი დემოკრატიის ფონდი"

14-05-2024

Annual Program Statement

07-03-2023

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ