კალუსტე გულბენკიანის ფონდი — მოკლევადიანი გრანტი სომხეთმცოდნეობის კვლევისთვის 2026
წყარო: კალუსტე გულბენკიანის ფონდი (პორტუგალია)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 04.12.2026
- დარჩა 39 დღე
- საიტზე დამატებულია
- 26.10.2026
- ნახვები
- 25
კალუსტე გულბენკიანის ფონდი (ლისაბონი) იღებს განაცხადებს მოკლევადიან გრანტზე, რომელიც სომხეთმცოდნეობის სფეროში მომუშავე პირების სასწავლო და კვლევით საქმიანობას უჭერს მხარს. „სომხეთმცოდნეობა“ ფართოდ არის გაგებული: ისტორია, პოლიტიკა, სოციოლოგია, კულტუროლოგია, არქეოლოგია და სხვა სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
რას აფინანსებს:
- საველე კვლევას
- მცირე კვლევით პროექტს
- საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას
- საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას
ვის შეუძლია მონაწილეობა: მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და მკვლევრებს. ასაკობრივი ზღვარი არ არის, თუმცა უპირატესობა ახალგაზრდა მეცნიერებს ენიჭებათ. სომხეთში მცხოვრები მკვლევრებისთვის, რომლებსაც საზღვარგარეთ კონფერენციაზე წასვლა სურთ, ფონდს ცალკე სამგზავრო გრანტი აქვს.
თანხა და ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 5 000 ევრო; ვიზიტი ან პროექტი — არაუმეტეს 3 თვისა.
მიღება: 2026 წლის 19 იანვრიდან 4 დეკემბრამდე (ლისაბონის დროით), მხოლოდ ონლაინ, ფონდის სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ. თვის ბოლომდე შეტანილი განაცხადები განიხილება მომდევნო თვის პირველ 10 დღეში, გადაწყვეტილება — წარდგენიდან დაახლოებით 6 კვირაში.
სრული პირობები იხილეთ ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ კონკურსის პირობებში.
ინფორმაციის წყარო: gulbenkian.pt