Tech sPark — სასკოლო სტარტაპ კონკურსი 2026 (GITA)
წყარო: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.10.2026
- დარჩა 5 დღე
- საიტზე დამატებულია
- 25.10.2026
- ნახვები
- 22
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს სასკოლო სტარტაპ კონკურსს „Tech sPark“. სასკოლო გუნდები იმუშავებენ ინოვაციურ სტარტაპ-იდეებზე, რომლებიც განათლების სფეროს რეალურ გამოწვევებს ტექნოლოგიებით პასუხობს, და წარადგენენ მათ დემო დღეზე.
ვის შეუძლია: საჯარო და კერძო სკოლებს. გუნდი შედგება ერთი მასწავლებლისგან (სასურველია STEAM საგნების პედაგოგი) და 3–5 მოსწავლისგან, 15 წლიდან.
ეტაპები:
- შიდა მუნიციპალური — ღიაა ყველა სკოლისთვის
- რეგიონული — თითო გუნდი თითოეული მუნიციპალიტეტიდან
- ეროვნული — თითო გუნდი თითოეული რეგიონიდან
პრიზი: გამარჯვებულ სკოლას — 5 000 ლარი, მოსწავლეებს — საჩუქრები.
რეგისტრაცია: apps.mygita.ge/zs/ShBBpC, ბოლო ვადა — 30 ოქტომბერი.
ინფორმაციის წყარო: gita.gov.ge