უნიკალური კოდი: #001896 ახალი

Journalismfund Europe — ევროპული ტრანსსასაზღვრო საგამოძიებო ჟურნალისტიკის გრანტები 2027

წყარო: Journalismfund Europe

განაცხადის ბოლო ვადა
07.01.2027
დარჩა 44 დღე
საიტზე დამატებულია
24.11.2026
ნახვები
14

European Cross-border Grants — Journalismfund Europe-ის პროგრამა (2009 წლიდან), რომელიც ტრანსსასაზღვრო საგამოძიებო ჟურნალისტიკას უჭერს მხარს. ახალი კომპონენტით გუნდებს შეუძლიათ ითანამშრომლონ დარგის ექსპერტებთან და პროექტის მრჩეველთან, რომლებიც კვლევის მეთოდოლოგიასა და მონაცემების ინტერპრეტაციას ამოწმებენ (ექსპერტის ანაზღაურებას ფონდი ფარავს).

  • ვინ: პროფესიონალი თავისუფალი ჟურნალისტები და/ან დამოუკიდებელი მედია (რეგისტრირებული განაცხადამდე მინ. 1 წლით ადრე); გუნდი — მინ. 2 წევრი ევროპის სულ მცირე 2 ქვეყნიდან; ევროპის გარედან წევრი დასაშვებია, თუ სიუჟეტს ეს სჭირდება; სტუდენტები ვერ მიიღებენ
  • მნიშვნელოვანი პირობა: მოთხოვნილი ბიუჯეტის მინიმუმ 80% უნდა მოხმარდეს ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ ჟურნალისტებს/მედიას — ქართველი მონაწილეები ბიუჯეტის დარჩენილ ნაწილში ჯდებიან
  • რას ფარავს: კვლევის ხარჯებს — მგზავრობა, თარგმანი, ფასიანი ბაზები, სამუშაო დრო; არ ფარავს ოფისის ხარჯებს, ტექნიკას (კამერა, კომპიუტერი) და წარმოების ხარჯებს
  • გამოქვეყნება: სულ მცირე 2 პროფესიულ მედიაში 2 სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში; საჭიროა ორი მედიის განზრახვის წერილი
  • ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 8 თვე (11 მარტის რაუნდში — 6 თვე); ყველა პროექტი უნდა გამოქვეყნდეს 2027 წლის 31 ოქტომბრამდე
  • ბიუჯეტი: €280 000 თითო რაუნდზე
  • ვადები: 2027 წლის 7 იანვარი და 11 მარტი, 13:00 CET; განაცხადი — grants.journalismfund.eu პორტალზე

დეტალები: Journalismfund Europe — European Cross-border Grants.