უნიკალური კოდი: #001872 ახალი

ბულგარეთის განვითარების დახმარება — 2027 წლის საგრანტო კონკურსი საქართველოში

წყარო: ბულგარეთის განვითარების დახმარება — ბულგარეთის საელჩო საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
01.12.2026
დარჩა 26 დღე
საიტზე დამატებულია
05.11.2026
ნახვები
16

ბულგარეთის რესპუბლიკა ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) ფარგლებში აფინანსებს პროექტებს საქართველოში. 2027 წლის რაუნდის პრიორიტეტებია:

  • ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება, მათ შორის სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
  • ჯანდაცვის გაუმჯობესება
  • ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, კარგი მმართველობის შესაძლებლობების განვითარება

ვის შეუძლია მონაწილეობა: საქართველოს საბიუჯეტო ორგანიზაციები (იურიდიული პირები), მუნიციპალიტეტები და მათი გაერთიანებები, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სოციალური დაწესებულებები, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. განმცხადებელი უნდა იყოს რეგისტრირებული მინიმუმ 2 წლის წინ და ჰქონდეს მინიმუმ 2-წლიანი საპროექტო გამოცდილება; ერთ ორგანიზაციას მხოლოდ ერთი განაცხადის შეტანა შეუძლია.

პროექტის ბიუჯეტი:

  • მინიმუმ €10 000
  • საქონლის/მომსახურების მიწოდება — რეკომენდებული მაქსიმუმი €30 000
  • რემონტი/მშენებლობა (სკოლები, საავადმყოფოები, ბაღები, მოხუცთა სახლები) — €45 000-მდე
  • ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები, სასწავლო ვიზიტები — €15 000-მდე, 9 თვემდე ხანგრძლივობით

უპირატესობა ენიჭება თანადაფინანსებას და ბულგარულ ინსტიტუტებთან (სამინისტროები, სკოლები, უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები) ერთობლივ აქტივობებს. პროექტი უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2027 წლის 1 ივნისისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2029 წლის 31 დეკემბრისა. სავალდებულოა დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა და საკომუნიკაციო გეგმა.

  • ვადა: 1 დეკემბერი 2026
  • განაცხადი იგზავნება ელფოსტით: Bulgarian.Development.Aid.Tbilisi@mfa.bg — PDF და Word ფორმატით, ბულგარულ ან ინგლისურ ენაზე

კონკურსის დოკუმენტი, განაცხადის ფორმა და დანართები: ბულგარეთის საელჩოს გვერდი