ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000054 დასრულებული

საგრანტო კონკურსი - სამოქალაქო მონიტორინგი და ადვოკატირება

წყარო: ევროპის ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
05.12.2018
საიტზე დამატებულია
06.11.2018
რეგიონი: აფხაზეთი

"ევროპის ფონდი" განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) საგრანტო მხარდაჭერას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ინიციატივების განსახორციელებლად და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად. აღნიშნული მიზნით, "ევროპის ფონდი", პროგრამის "თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის" ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათემო ჯგუფების, სსოე-ბისა და მედია საშუალებების ინფორმირებული მონაწილეობის გაზრდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, სახელმწიფო რეფორმების მონიტორინგისა და შეფასების წახალისების, საჯარო დისკუსიებისა და სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 5 დეკემბერი, 2018 წ

თანდართული ფაილი: 195713-europefound-rfp-civmon.zip