GMPP კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის
წყარო: აირექსი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 08.01.2019
- საიტზე დამატებულია
- 26.12.2018
IREX-ის "საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა" (GMPP) აცხადებს ღია შესარჩევ კონკურსს რეგიონული ონლაინ მედია საშულებებისთვის. პროგრამის ფარგლებში 2 გამარჯვებული ონლაინ მედია 2019 წ მონაწილეობას მიიღებს ამერიკულ პარტნიორ მედიასთან ორმხრივ გაცვლით ვიზიტებში.
კონკურსის მიზანია პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგიონში ბაზირებული 2 ქართული ონლაინ მედია საშულების შერჩევა.
GMPP პროგრამის მიზანია ქართული მედიის როგორც ნიუს ორგანიზაცი(ებ)ისა და მდგრადი ბიზნესების განვითარების ხელშეწყობა ამერიკულ პარტნიორ მედიასთან ორმხრივი გაცვლითი ვიზიტების გზით.
პარტნიორობის ფარგლებში, თითოეული შერჩეული ონლაინ მედიასაშუალება ორჯერ უმასპინძლებს ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ 4 ექსპერტს (2 მონაწილე თითო ვიზიტზე) ამერიკული პარტნიორი მედიასაშუალებიდან. ამერიკელი მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან ქართველი კოლეგების მუშაობის სტილს, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ჩაატარებენ ინტენსიურ კონსულტაციებს, მენტორობას გაუწევენ თანამშრომლების გუნდს და მისცემენ ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს.
საპასუხოდ, თითოეული შერჩეული ქართული ონლაინ მედია საშუალების 4 თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება აშშ-ში გაიაროს ერთკვირიანი სტაჟირება (2 მონაწილე თითო ვიზიტზე), რომელიც მოიცავს ამერიკელი კოლეგების მუშაობაზე უშუალო დაკვირვებას, მათი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და მსგავსი მედიასაშუალების ამერიკულ მედიაბაზარზე ფუნქციონირების გაცნობას. ვიზიტების მონაწილეთა კანდიდატურები შეირჩევა ამერიკელი მონაწილეების რეკომენდაციით, მედიასაშუალების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
პარტნიორობის ფარგლებში მისაღწევი მიზნების ხელშეწყობის მიზნით, თითოეულ შერჩეულ ონლაინ მედიასაშუალებას შეეძლება მიიღოს „პარტნიორობის ინოვაციის გრანტი“ 2,000 აშშ დოლარის ოდენობით (ფიქსირებული თანხა ეტაპობრივი გადახდის მექანიზმით).
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 8 იანვარი, 17:00 სთ.
ღია კარის დღე ჩატარდება პარასკევს, 21 დეკემბერს 4 საათზე, IREX-ის ოფისში. დასწრება რეკომენდებულია.
საკონკურსო განაცხადის სრული ტექსტი და ქართულ და ინგლისურ ენაზე შესავსები ანკეტები იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ GMPP პროგრამის თანამშრომლებს ელ. ფოსტით gmpp-georgia@irex.org ან სამუშაო საათებში ტელეფონის ნომერებზე: +995 599 137 100 ან +(995 32) 291 26 08 / შიდა ნომერი 122 ან 123. ცნობისათვის, IREX-ის საქართველოს ოფისი არ იმუშავებს 1-7 იანვარს.
თანდართული ფაილი: GMPP_ Announcement & App_2019 _Final.zip