ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000683 დასრულებული

საგრანტო კონკურსი პანკისში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
15.05.2020
საიტზე დამატებულია
22.04.2020

კონკურსის შესახებ:

"USAID პანკისის სათემო კავშირები საქართველოში" არის სამწლიანი პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პანკისის ხეობაში ისეთი ძირითადი საკითხების მოგვარებაზე, როგორებიცაა შიდასაზოგადოებრივი დაყოფა და საქართველოს დანარჩენი მხარეებისგან ეკონომიკური და სოციალური იზოლაცია.

პროექტი "USAID პანკისის სათემო კავშირები საქართველოში", რომელსაც ახორციელებს Chemonics International, აცხადებს განაცხადების მიღებას მცირე გრანტების პროგრამის განხორციელების მიზნით პანკისის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSMEs) ღირებულებათა ჯაჭვთან დასაკავშირებლად.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტები (ინგლისურ და ქართულ ენებზე).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 15 მაისი, 2020 წელი (18:00 საათამდე).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: RFA 008-020203-(02)-A-2020

დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.


წყარო: https://regmarket.ge