კონკურსი: პანკისის NGO-ების ინსტიტუციური განვითარება
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 26.06.2020
- საიტზე დამატებულია
- 28.05.2020
კონკურსის შესახებ:
"USAID პანკისის სათემო კავშირები საქართველოში" არის სამწლიანი პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პანკისის ხეობაში ისეთი ძირითადი საკითხების მოგვარებაზე, როგორებიცაა შიდასაზოგადოებრივი დაყოფა და საქართველოს დანარჩენი მხარეებისგან ეკონომიკური და სოციალური იზოლაცია.
პროექტი "USAID პანკისის სათემო კავშირები საქართველოში", რომელსაც ახორციელებს "Chemonics International", მიზნად ისახავს გამოავლინოს კვალიფიციური სერვისის მომწოდებელი, რომელსაც შეეძლება, ხელი შეუწყოს პანკისის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციურ განვითარებას, მათი უნარების გაძლიერების მიზნით. კერძოდ, შერჩეული სერვისის მომწოდებელი იმუშავებს უშუალოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა შეაფასოს მათი როგორც ორგანიზაციის სისტემები, შეიმუშაოს რეკომენდაციები ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, მიაწოდოს სასიციცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რათა წარმატებით განახორციელონ დონორის მიერ დაფინანსებული აქტივობები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილები.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 26 ივნისი, 2020 წელი (18:00 საათამდე). გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "RFA 10-010301-(02)-A-2020". დაგვიანებული ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
წყარო: http://jobs.ge