საგრანტო კონკურსი ბუტიკური სასტუმრო სახლის მოწყობის მიზნით
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 01.07.2020
- საიტზე დამატებულია
- 03.06.2020
კონკურსის შესახებ:
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.
ამჟამად, Zrda პროექტი აცხადებს საგრანტო კონკურსს # 108-3002E-005-2020 - ბუტიკური სასტუმრო/სახლის მოწყობის მიზნით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი განაცხადი არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა, 18:00 სთ.
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში RFA # 108-3002E-005-S-2020
დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრული განაცხადები არ განიხილება.
წყარო: http://jobs.ge