სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსი ნინოწმინდის, გორის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში
წყარო: CENN
- განაცხადის ბოლო ვადა
- 01.01.2021
- საიტზე დამატებულია
- 17.12.2020
კონკურსის შესახებ:
"ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Youth პროგრამის ფარგლებში, CENN საქართველოს 3 რეგიონში სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსს აცხადებს.
სოციალური ინოვაციების კონკურსის მიზანია ისეთი პროექტების გამოვლენა და დაფინანსება, რომლებიც სოციალური ინოვაციის გზით ავითარებენ და წარმოაჩენენ სამეწარმეო იდეებს ნინოწმინდის, გორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. კონკურსის მთავარი ამოცანა ახალგაზრდების (18-29 წლის), შშმ პირების, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების, გოგონების, ეკომიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება.
განმცხადებელმა საგრანტო იდეის პირველადი ელექტრონული განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 1 იანვრამდე.
კონკურსის ყველა ეტაპის შესახებ ინფორმაცია, ვადები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები იხ. ბმულზე: https://bit.ly/3qbX70x
წყარო: http://regmarket.ge