სიახლეები
ნავიგატორი

2018 წელს ეკონომიკა მდგრადად ვითარდებოდა.

2019 წელს 4.6 პროცენტიან ზრდას ველით - ამის შესახებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

დამატებულია: 28-02-2019
წყარო: bpn




წინასწარი შეფასებით, 2019 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 3.5 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, 2019 წლის იანვარში.

დამატებულია: 28-02-2019
წყარო: bpn




საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, თურქეთის „ეკონომიკის კვლევითი ფონდის“ (ERF) დელეგაციას უმასპინძლა. ფონდი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, ერთობლივი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.

დამატებულია: 28-02-2019
წყარო: GCCI




ამ წუთებში რუსთავში, სკაუტების საერთაშორისო ცენტრში, დუალური განათლების შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან 70-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრება. 

დამატებულია: 28-02-2019
წყარო: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია




თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე მალე სამუზეუმო სწავლების ცენტრი დაფუძნდება, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "BE MUSEUMER" -ის ფარგლებში განხორციელდება. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.

დამატებულია: 28-02-2019
წყარო: European Union in Georgia




·     ქ. ბათუმში რეგისტრირებული, შშმ სტატუსის მქონე 18 წელს გადაცილებული პირების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. (ხდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შედგენა - ტარდება ერგოთერაპია, არტთერაპია, ფსიქოლოგიური დახმარება, პედაგოგის მომსახურება, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა, საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება.)   

დამატებულია: 27-02-2019
წყარო: batumi.ge




სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლება არის საუკეთესო საშუალება განათლების ხარისხისა და სტუდენტთა კარიერული პერსპექტივის ზრიდსთვის. სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლება მნიშვნელოვნად ზრდის შეღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებდლო საჭიროებების მქონე პირების სოციალიზაციის ხარისხსა და დასაქმების მაჩვენებელს.

დამატებულია: 27-02-2019
წყარო: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია




სოფელი ჭვანას საინიციატივო ჯგუფმა სოფელი ჭვანას, ყორნალისა და წყალნაყარის უბანში მიმავალი საფეხმავლო გზის გარე განათების სისტემა მოაწყო

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი იყო 15 462.50 ლარი, საიდანაც ჩვენს მიერ გაცემული საგრანტო თანხა შეადგენდა 7127.50 ლარს.

დამატებულია: 27-02-2019
წყარო: СSRSG




საფრანგეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება. მიმდინარე წლის 31 მარტიდან, ქართულ ავიაკომპანია „Georgian Airways-თან ერთად, რეგულარულ ავიარეისებს აღნიშნულ მიმართულებაზე წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია Air France განახორციელებს.

დამატებულია: 27-02-2019
წყარო: commersant.ge




პარლამენტში საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვები დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, 2020 წლიდან დღგ-ს გადასახადს მხოლოდ ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები გადაიხდიან რომელთა დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხა 165 ათას ლარს აღემატება, ნაცვლად დღეს დადგენილი 100 ათასი ლარისა.

დამატებულია: 27-02-2019
წყარო: commersant.ge




არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკებმა“ ილიაუნის ,,ფინანსური განათლების ცენტრთან“ ერთად ეკონომიკურ განვითარებაში ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობა და ქვეყანაში არსებული სამუშაო ძალის მდგომარეობა მიმოიხილა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია.

დამატებულია: 27-02-2019
წყარო: commersant.ge




საპენსიო სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სქემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული, მათ გარდა, ვისაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა - 60 წელი მამაკაცებს და 55 წელი - ქალებს. სისტემის თანახმად, დასაქმებულის, მისი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2-2-2%-ს რიცხავს მოქალაქის (დასაქმებულის) პირად საპენსიო ანგარიშზე.

დამატებულია: 27-02-2019
წყარო: bpn




პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, თუმცა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდოს.

მისივე განმარტებით, პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემა 1-ელი ივლისიდან, ლესელიძის ქუჩით დაიწყება.

დამატებულია: 27-02-2019
წყარო: bpn




“IREX ევროპა”, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან” პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, “ახალგაზრდა ქალი ლიდერები და “უჩინარი ქალები” – უფლებადამცველი აქტივისტების ხელშეწყობა”, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერების აღმოჩენასა და გაძლირებას ევრაზიის რეგიონის ხუთ ქვეყანაში.

დამატებულია: 26-02-2019
წყარო: ადამიანის უფლებათა სახლი




სს "ქართული ლუდის კომპანია" არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2019-ზე წარდგა. 

დუბაიში 17-დან 21 თებერვლის ჩათვლით გამართულ გამოფენაზე "ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი) წარმოდგენილი იყო ძირითადად არაალკოჰოლური სასმელებით: ლიმონათი, ნატურალური წვენები, ენერგეტიკული სასმელები, არსი კოლა. 

დამატებულია: 26-02-2019
წყარო: bm




საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს საქართველოში არსებულ ეკონომიკური განვითარების დინამიკას. როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მერსედეს ვერა-მარტინმა ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა

დამატებულია: 26-02-2019
წყარო: commersant.ge




პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა ფერმერების ტექნიკური დახმარებისთვის ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება.

ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გასულ წელს სოფლის მეურნეობის სექტორში საექსპორტო პროდუქციის მოცულობა 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ამ ფონზე მთავრობის მხარდაჭერა დარგისადმი კიდევ უფრო გაიზრდება.

დამატებულია: 26-02-2019
წყარო: commersant.ge




თბილისში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესით - ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 1000 ლარის ოდენობით დაისჯება.

დამატებულია: 26-02-2019
წყარო: commersant.ge




საქართველოს პარლამენტი თბილისის მერიის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლს ეხება.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს.

დამატებულია: 26-02-2019
წყარო: commersant.ge




სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს „მადა“ შეამოწმა. მათი ცნობით, ინსპექტირებისას გამოვლინდა 9 კრიტიკული შეუსაბამობა - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები, კოროზირებული დანადგარები და ა.შ.

დამატებულია: 26-02-2019
წყარო: bpn




ამერიკის ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ ნიუ-იორკის სასამართლოს მიმართა, ყურადღება გაამახვილონ ილონ მასკის ერთ-ერთ ბოლო ტვიტზე.

საუბარია Tesla-ს დამფუძნებლის ტვიტერ-პოსტზე, სადაც ილონ მასკმა გაავრცელა ფოტო, სადაც ავტოწარმოებაზე წერს, ეს მაშინ, როცა მასკმა გასულ წელს პირობა დადო, რომ კომპანიის ფინანსურ მონაცემებზე არაფერს დაპოსტავდა.

დამატებულია: 26-02-2019
წყარო: bpn




 სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 12-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2019” მიიღო მონაწილეობა.

ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება დაიმსახურა შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისგან, კერძოდ: არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანა და ა.შ.

დამატებულია: 25-02-2019
წყარო: Enterprise Georgia




საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ჟურნალისტსებისა და ბლოგერებისთვის, რომლებიც 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 20 აპრილის ჩათვლით, ქართულენოვან მედიაში გამოაქვეყნებენ სტატიას/სიუჟეტს/ბლოგს, რომელიც სეეხება უკიდურეს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და მის გავლენას საქართველოს მოსახლეობაზე.

დამატებულია: 25-02-2019
წყარო: gyla.ge




ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონიტორინგით დამწყებ მასწავლებელთა საშუალო წლიური ხელფასი აშშ-შ დაწყებით სკოლაში 39 000 დოლარია, ხოლო ვეტერინარი მასწავლებლის - 67 000 დოლარი.
OECD-მა გამოიკვლია ქვეყნები, სადაც მასწავლებელთა ხელფასი ყველაზე მაღალი ან დაბალი იყო.

დამატებულია: 25-02-2019
წყარო: Intermedia







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ