
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების გაცნობის მიზნით, საქართველოს მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები სამეცნიერო მისით სტუმრობენ.
მეცნიერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში განთავსებულ აზიურ ფაროსნასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში შეხვდა და მავნებელთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო.
დამატებულია: 27-08-2019 წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო