30 UNDER 30 • Forbes-ის 2022 წლის სიის რეგისტრაცია იწყება
ნავიგატორი
336


30 UNDER 30 • Forbes-ის 2022 წლის სიის რეგისტრაცია იწყება

Forbes-ის პროექტი 30-წლამდელთა სია 2022 დაიწყო. შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს – გახდით გაბედული საზოგადოების წევრი, რომელიც ხვალინდელ დღეს ქმნის დღეს!

უკვე მეხუთე წელია, რაც Forbes Georgia-ს პროექტი „30 UNDER 30“ სწორედ იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელზეც ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა მოახდინა დამანგრეველი გავლენა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებით, სტარტაპებით თუ შემოქმედებით საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.

30 UNDER 30-ის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს – ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და გამოწვევებით სავსე პერიოდში ბიზნესი წამოიწყო, ზოგიერთი მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის, ზოგიც თავისი იდეით ხვალის მოთხოვნებს დღეს უპასუხებს. თუმცა ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია – ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები და ფინანსები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი, Forbes-ის რჩეული.

გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი: „Forbes-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი საერთაშორისო აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. „Forbes Georgia“ & BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები მსოფლიოდან, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ.“


ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი: „თავისი არსებობის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, თიბისი მუდმივად უჭერდა მხარს ახალგაზრდა ლიდერებს და მათ განვითარებას. მომავალი თაობის ხელშეწყობა და გაძლიერება თიბისის დაპირებაა მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან, გავუმარტივოთ დასახული მიზნების მიღწევის გზა, მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ და გვერდით დავუდგეთ, რომ თავიანთი ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ. მჯერა, რომ Forbes-ის აღიარება მოტივაციას გაუზრდის, გზას გაუხსნის და მეტ შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნის ახალგაზრდებს.“

ქრეიგ კრამერი, „გალფი საქართველოს“ გენერალური დირექტორი: „გალფი ერთგულად უჭერდა მხარს ახალგაზრდა თაობების მუდმივ განვითარებასა და განათლებას. გალფში გვჯერა, რომ Forbes-ის 30 Under 30 პროექტი ამ სულისკვეთების ერთ-ერთი ნაწილია. პროექტის გამარჯვებულები საუკეთესოთა შორის საუკეთესონი არიან, ისინი არა მხოლოდ სწავლაზე არიან ორიენტირებული, არამედ მათი ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებაზეც. გალფში ვამაყობთ, რომ ასეთ ახალგაზრდებს მხარს ვუჭერდით და მომავალშიც აქტიურად ვიქნებით მათი ძალისხმევის ერთგულნი.“

ლიზი ხაბაზაშვილი, „კონსიერჟ თბილისის“ დამფუძნებელი: „კონსიერჟ თბილისი უკვე მესამე წელია, Forbes Georgia-ს 30-წლამდელთა დაჯილდოების ორგანიზატორია. წელს ერთობლივად პროექტი სულ სხვა საფეხურზე ავიყვანეთ. პროექტმა მიიღო სრულყოფილი მედიაპლატფორმის სახე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა და გაბედული ლიდერების წინა პლანზე წამოწევას. მათი პოპულარიზაცია ეფექტური ვიდეოფორმატების, ინტერვიუების, სატელევიზიო გადაცემებისა და სოციალური არხების გამოყენებით მთელი წლის განმავლობაში ხდება. Forbes-ის 30-წლამდელთა სია წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.“

პროექტის მთავარი პარტნიორი – თიბისი

პროექტის პარტნიორი – „გალფი“

პროექტის ორგანიზატორი – „კონსიერჟ თბილისი“

განაცხადები მიიღება 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია:

30 UNDER 30 | მედიაპლატფორმა და სააპლიკაციო განაცხადი

30 UNDER 30 | Facebook

 


 

წყარო: https://bm.ge/

23-12-2022

წყარო: Forbes

01-04-2019

დღეიდან საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება

28-11-2022

Investing with Gender Lens - Deep Dive Workshops

06-03-2019

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში სასწავლებლად სრული სტიპენდიის მოპოვება თქვენც შეგიძლიათ!

19-04-2019

,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურმა პირმა ან ფიზიკურ პირთა ჯგუფმა შესაძლოა მოიპოვოს 15,000-დან 100,000 ლარამდე დაფინანსება.

19-04-2019

,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურმა პირმა ან ფიზიკურ პირთა ჯგუფმა შესაძლოა მოიპოვოს 15,000-დან 100,000 ლარამდე დაფინანსება.

01-04-2019

დღეიდან საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება

28-11-2022

Investing with Gender Lens - Deep Dive Workshops

06-03-2019

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში სასწავლებლად სრული სტიპენდიის მოპოვება თქვენც შეგიძლიათ!


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ