|
| 1260 |
|---|
საექსპორტო ორგანული პროდუქტის სერტიფიკატის აღება გამარტივდა
| ქართული ორგანული პროდუქტების მწარმოებლები, რომლებსაც თავიანთი პროდუქტის ამერიკის ბაზარზე გატანა სურთ, ამიერიდან გამარტივებულად შეძლებენ შესაბამისი სერთიფიკატის აღებას. „კავკასსერტი” აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) აკრედიტებული მასერტიფიცირებელი აგენტი გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანული პროდუქციის მწარმოებელი ქართული კომპანიები, რომლებსაც თავისი პროდუქციის ამერიკის ბაზარზე გაყიდვა სურთ, ორგანული პროდუქტის სერტიფიკატის უფრო მოკლე დროში და ნაკლები ხარჯით აღებას შეძლებენ. შპს „კავკასსერტი“ აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) აკრედიტებული მასერტიფიცირებელი აგენტი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ინსტიტუციონალური განვითარების გრანტის ფარგლებში გახდა. „ეს კარგი ამბავია იმ მწარმოებლებისთვისაც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ევროკავშირში და აშშ-ში გაყიდვით, რადგან მათ არ მოუწევთ ინსპექტირების ორმაგი ხარჯების დაფარვა“, - ნათქვამია USAID-ის განცხადებაში.
წყარო: https://commersant.ge/ |

26-12-2022
წყარო: კავკასსერტი
|
10-04-2019 ISET-ის უფასო კურსი "R და STATA ყოველდღიურობაში"! |
|---|
|
18-10-2022 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დეველოპერების ყველაზე დიდი ფესტივალი DevFest ქუთაისში გაიმართება |
|
18-10-2019 საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 |
|
02-12-2019 სამაცივრო მეურნეობა წნორში, სადაც წლიურად 360 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი |