აღმოსავლეთ პარტნიორობის აკადემია ადგილობრივი და რეგიონული საჯარო მმართველობისთვის (2027)
წყარო: ევროკავშირის რეგიონების კომიტეტი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 15.11.2026
- დარჩა 16 დღე
- საიტზე დამატებულია
- 30.10.2026
- ნახვები
- 32
ევროკავშირის რეგიონების კომიტეტი (CORLEAP-ის ფარგლებში) იწყებს აღმოსავლეთ პარტნიორობის აკადემიის საპილოტე ნაკადს — უფასო ონლაინ სწავლებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის.
ვის შეუძლია: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის ადგილობრივი და რეგიონული საჯარო ადმინისტრაციების მოხელეებსა და თანამდებობის პირებს.
ფორმატი: ერთი სემესტრის განმავლობაში 6 პირდაპირი ონლაინ სესია, თითო 1,5 საათი, კითხვა-პასუხით. სესიები ინგლისურად მიმდინარეობს, ეროვნულ ენებზე სინქრონული თარგმანით; ძირითადი მასალები ითარგმნება. დასრულებისას — რეგიონების კომიტეტის სერტიფიკატი.
- ევროკავშირის ინსტიტუციები და რეგიონების კომიტეტი
- სუბსიდიარობა და მრავალდონიანი მმართველობა
- ევროკავშირის დაფინანსებაზე წვდომა და პროექტების მართვა
- გამჭვირვალობა და მოქალაქეებთან კომუნიკაცია
- ადგილობრივი საჯარო შესყიდვები
- ციფრული ტრანსფორმაცია და ელექტრონული მმართველობა
- განაცხადის ვადა — 15 ნოემბერი 2026
- პროგრამა — 27 იანვარი — 30 ივნისი 2027
განაცხადის ფორმა: ec.europa.eu/eusurvey.
ინფორმაციის წყარო: cor.europa.eu