უნიკალური კოდი: #001848 ახალი

Market Hack — ჰაკათონი მარკეტინგის მიმართულებით, გურჯაანის ტექნოპარკი (GITA)

წყარო: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)

განაცხადის ბოლო ვადა
07.11.2026
დარჩა 13 დღე
საიტზე დამატებულია
25.10.2026
ნახვები
23

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) გურჯაანის ტექნოპარკში იმართება 36-საათიანი ჰაკათონი „Market Hack“. მონაწილეები მთელი საქართველოდან იმუშავებენ მარკეტინგის სფეროს გამოწვევების ტექნოლოგიურ და ინოვაციურ გადაწყვეტაზე და მენტორების დახმარებითა და ფაბლაბის რესურსებით იდეებს პროტოტიპებად აქცევენ.

  • თარიღი: 7–8 ნოემბერი
  • გრანტი: საუკეთესო პროექტის ავტორს — 10 000 ლარი პროტოტიპის განვითარებისთვის
  • მონაწილეობა: ინდივიდუალურად ან გუნდით (2–4 კაცი), ასაკი 16 წლიდან
  • უზრუნველყოფილია ტრანსპორტი თბილისი–გურჯაანი–თბილისი

რეგისტრაცია: apps.mygita.ge/zs/FoBnuE. საკონტაქტო პირი: ელენა გოგოლაშვილი, egogolashvili@gita.gov.ge.

ინფორმაციის წყარო: gita.gov.ge