Global EbA Fund — საშუალო ზომის გრანტების პირველი კონკურსი ეკოსისტემაზე დაფუძნებული ადაპტაციისთვის (2026)
წყარო: Global EbA Fund (IUCN / UNEP), გერმანიის კლიმატის საერთაშორისო ინიციატივა (IKI)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 16.11.2026
- დარჩა 27 დღე
- საიტზე დამატებულია
- 20.10.2026
- ნახვები
- 24
Global EbA Fund (ეკოსისტემაზე დაფუძნებული ადაპტაციის გლობალური ფონდი), რომელსაც IUCN და UNEP მართავენ გერმანიის კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) დაფინანსებით, აცხადებს საშუალო ზომის გრანტების პირველ კონკურსს.
გრანტი: 500 000 აშშ დოლარამდე, პროექტის ხანგრძლივობა — 24 თვემდე.
თემატური მიმართულებები:
- ინოვაციური დაფინანსება ეკოსისტემური ადაპტაციისთვის — საინვესტიციო ბიზნეს-მოდელები, საჯარო და კერძო ინვესტიციების მოზიდვა
- ეკოსისტემური ადაპტაცია ადამიანის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის — თემზე დაფუძნებული, კონფლიქტისადმი მგრძნობიარე მიდგომები
- კლიმატის, ბიომრავალფეროვნებისა და მიწის დღის წესრიგების დაკავშირება
ვის შეუძლია: რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს — ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებსა და ანალიტიკურ ცენტრებს, კერძო კომპანიებს და კონსორციუმებს. ფიზიკურ პირებს — არა. სახელმწიფო უწყებები შეიძლება იყვნენ კონსორციუმის წევრები, მაგრამ დაფინანსებას ვერ მიიღებენ.
პირობები: პროექტი უნდა ხორციელდებოდეს OECD-ის განვითარების დახმარების (ODA) მიმღებ ქვეყნებში, რომელთა შორისაა საქართველო, ან იყოს გლობალური/თემატური. სავალდებულოა ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობა. განაცხადი ინგლისურად, ონლაინ პორტალზე; საჭიროა განაცხადის ფორმა, ცვლილების თეორია და ლოგიკური ჩარჩო, ბიუჯეტი და ფინანსური შესაძლებლობების კითხვარი.
მიღება: 2026 წლის 12 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე.
ინფორმაციის წყარო: globalebafund.org