სამინისტრო ესეების კონკურსს ატარებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში ატარებს „ესეების კონკურსს”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების X კლასის მოსწავლეები.
კონკურსი ჩატარდება სამ ტურად ინგლისურ ენაზე. პირველი და მეორე ტური ჩატარდება წერილობით, ხოლო მესამე ტური - პრეზენტაცია/გასაუბრების ფორმით.
კონკურსის პირველი ტური ჩატარდება ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებში 2023 წლის 23 მარტს.
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო