დღეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის დროა — რას გვთავაზობს შერატონი?
ნავიგატორი
1739


დღეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის დროა — რას გვთავაზობს შერატონი?

საქმიანი ტურიზმი, იგივე MICE, არა მარტო ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა, არამედ, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებელი ბიზნესსექტორიცაა, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ვაჭრობის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიების განვითარებას და, ასევე, პროფესიულ ზრდას, რადგან მსგავს ღონისძიებებზე დამსწრე პირები, უმეტესწილად, თავისი სფეროს ლიდერები არიან. ეს კი იძლევა ცოდნის გაზიარების საშუალებას და შესაძლებელს ხდის გლობალურ დონეზე თანამშრომლობას.

საქმიანი ტურიზმის განვითარება საქართველოს ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ ამოცანადაა დეკლარირებული.

თბილისში არსებული დიდი სასტუმრო ცენტრებიც ასეთი ტიპის სერვისზეა ორიენტირებული. ეს კი მომავალში უზრუნველყოფს, რომ საქართველოს დედაქალაქი გახდეს შეხვედრების, ღონისძიებებისა და საერთაშორისო კონფერენციების ჰაბი. 

ამ მხრივ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასშტაბური ტრანსფორმაციის შემდეგ პირველ მარტს სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი გაიხსნა.

ალბათ, ბევრს ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში, სწორედ ამ სასტუმრომ მისცა თბილისს პირველად შესაძლებლობა, საერთაშორისო ბიზნესშეხვედრებისთვის ემასპინძლა. ამის გათვალისწინებით, შერატონის, როგორც MICE ექსპერტის, დაბრუნება უკვე თავისთავად საინტერესო მოვლენაა, მით უფრო, რომ განახლებულ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს. მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის რუსუდან ძიგრაშვილის თქმით, შეხვედრების ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი შეთავაზებები აქვს:

"დღეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის დროა. შერატონი კი, თამამად შეიძლება ითქვას, სერიოზული პოტენციალია საქართველოში MICE ტურიზმის განვითარებისთვის. - გვეუბნება შერატონის პიარმენეჯერი და მოკლედ აღგვიწერს განახლებული სასტუმროს რესურსს, - განახლებულ სასტუმროს აქვს უმაღლესი დონის საკონფერენციო ინფრასტრუქტურა MICE ტურიზმის 4-ივე მიმართულებისთვის: Meeting – საქმიანი შეხვედრებისათვის; Incentive - საქმიანი წამახალისებელი ტურებისთვის კომპანიის თანამშრომლებისთვის; Conferences – კონფერენციებისა და კონგრესებისთვის; Exhibitions – გამოფენებისთვის, კორპორაციული ღონისძიებებისთვის. სასტუმროს დაემატა ოთახების რაოდენობა და, რაც ყველაზე აღსანიშნავია, გაიზარდა საკონფერენციო დარბაზების ფართობი.

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი მზად არის, უმასპინძლოს მასშტაბურ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ შეხვედრებს უახლესი ტექნიკით სრულად აღჭურვილ 2 600 მ² საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში, 11 ოთახში საქმიანი შეხვედრებისთვის, რომელთა შორის ყველაზე დიდი 1 000 მ² ფართობზეა განთავსებული. ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში ერთდროულად 2 000-მდე ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, აქ საუბარი მაქვს მსოფლიო კლასის სერვისზე და საუკეთესო კულტურულ და კულინარიულ შეთავაზებებზე.

აქვე აღვნიშნავ, რომ მასპინძლობისას არასდროს ვივიწყებთ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს, რომლებიც, ჩვენს შემთხვევაში, შერწყმულია საერთაშორისო ბრენდის სტანდარტებთან".

05-04-2019

წყარო: on.ge

25-07-2019

ფემინისტური ფესტივალი ბათუმში

15-04-2019

გიორგი ქობულია – ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია

24-04-2019

ევროკავშირი საქართველოში 3 ახალი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს

01-05-2019

დღეიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილი ელექტროენერგიას საბაზრო ფასად შეისყიდის

01-05-2019

დღეიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილი ელექტროენერგიას საბაზრო ფასად შეისყიდის

25-07-2019

ფემინისტური ფესტივალი ბათუმში

15-04-2019

გიორგი ქობულია – ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია

24-04-2019

ევროკავშირი საქართველოში 3 ახალი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ