|
| 1143 |
|---|
აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობით
| პროექტი საქართველოს, უკრაინისა დამოლდოვას რესპუბლიკის ახალგაზრდებს მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურავს. გარდა ამისა, მონაწილეები გაიუმჯობესებენ დასაქმების შესაძლებლობებს და მრავალმხრივ განავითარებენ სამეწარმეო კომპეტენციებს, მათშორის კრეატიულობას, შეუპოვრობას, გუნდურ მუშაობას და სირთულეების მარტივი გზებით დაძლევის უნარს. პროექტი ხელს შეუწყობს სოციალური საწარმოებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის განვითარებას. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა დაარსონ ანდა შეუერთდნენ სოციალურ საწარმოებს და გახდნენ პროაქტიული ცვლილებების შემქმნელები, რომლებიც თავს უყრიან, მობილიზებას ახდენენ და შთააგონებენ თანატოლებს და მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ მათზე. თითოეულ სოციალურ საწარმოს მენტორობას ბიზნეს მოხალისეები ანდა სოციალური მეწარმეები გაუწევენ, ხოლო ყველაზე პერსპექტიული საწარმოები მიიღებენ შემდგომ მხარდაჭერას, საწყის დაფინანსებას, ხილვადობას, კავშირებს, განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობებს. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს ბენეფიციარი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში. ამასთანავე, ახალგაზრდა ლიდერებს მისცეს საშუალება, იყვნენ დემოკრატიის აქტიური საყრდენები, საზოგადოების აღმშენებლობასა და პოლიტიკურ დიალოგში.
პროქტის ამოცანები:
პროექტის შედეგები:
წყარო: JA Georgia |

12-01-2024
წყარო: JA Georgia
|
11-03-2019 კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერა ხელი |
|---|
|
29-05-2019 საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება |
|
03-05-2019 “თი-ბი-სი” უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას – Payme-ს ყიდულობს |
|
10-05-2019 Financial Times-ის მედიაგამოცემა საქართველოზე: ქვეყანა რომლის ეკონომიკაც სოლიდური ტემპით იზრდება |