რიანა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მომღერალია
რიანა ახლა მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსია, თუმცა, ამის მიზეზი მუსიკალური ინდუსტრიიდან მიღებული ქონება კი არა, მისი პოპულარული ბრენდი Fenty-ია.
31 წლის ბარბადოსელმა პოპვარსკვლავმა Fenty Beauty-ის ხაზი 2017 წელს გამოუშვა და ფორბსის ინფორმაციით, ახლა მისი ქონება $600 მილიონს უდრის. ამით ის უსწრებს ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც არიან მადონა ($570), სელინ დიონი ($450 მლნ) და ბიონსე ($400 მლნ).
ფენტის კოსმეტიკური ხაზი მისი ინკლუზიური პროდუქტით გახდა ცნობილი. ბრენდის ღირებულება 3 მილიარდი დოლარია.