|
1549 |
---|
განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019
8-14 ივლისი, თბილისი, 2019 შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა განაცხადებების მიღება დაიწყო. ყოველწლიური პროგრამის ორგანიზატორები არიან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (ნიცის უნივერსიტეტი). შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი სთავაზობს მაღალი დონის სასწავლო კურსს პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მონათესავე სფეროების სტუდენტებს. კურსი განსაზღვრულია ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის. კურსი მოიცავს ლექციებს და ინტერაქციულ სემინარებს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივასა და იმაზე თუ როგორ არის ეს პერსპექტივა დანახული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს შავი ზღვის რეგიონის შესახებ ლექციებს წაუკითხავენ ექპერტები სხვადასხვა უნივესიტეტებიდან. მონაწილეები ასევე გაეცნობიან იმ გამოწვევებს, რომლებსაც ცვალებადი საერთაშორისო კონტექსტი უქმნის რეგიონს. კურსის დასასრულს, მონაწილეებს ექნებათ საშუალება მიიღონ 4.5 ECTS კრედიტი. კურსის ძირითადი თემებია:
ვის შეუძლია მონაწილეობა?მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ან დათავრებული აქვთ პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთბებისა ან სხვა მონათესავე სფეროების საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა. აპლიკაციის გამოგზავნა ასევე შეუძლიათ საქართველოში გაცვლითი პროგრამით ჩამოსულ საერთაშო სტუდენტებს. აპლიკაციის პროცესი:მონაწილეობის მსურველებმა, გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: (1) სამოტივაციო წერილი და (2) CV, ელექტრონული ფოსტის მისამართზე – kandelaki@gip.ge არაუგვიანეს 2019 წლის 10 ივნისისა. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით: სალომე კანდელაკი –kandelaki@gip.ge , 599 990 212 |
06-06-2019
წყარო: gip.ge
20-10-2023 2024-2025 FULBRIGHT VISITING SCHOLAR PROGRAM |
---|
24-04-2019 ახალი კომპანია პანდა აპირებს, სარეკლამო ბაზარზე ერთფეროვნებას დაუპირისპირდეს |
20-10-2023 კონკურსი რეგიონული მედიისთვის |
28-12-2022 აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა თბილისში: დაიწყო კონკურსი 2023/24 სასწავლო წლის სტიპენდიების მოსაპოვებლად |