|
| 2480 |
|---|
ინფექციური საავადმყოფოს პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი ითვალისწინებს 100 საწოლზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობას. ცენტრი აშენდება თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21-ში. მისი სამუშაო ფართი დაახლოებით 10000 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო საერთო სამშენებლო ფართი 15000 კვადრატულ მეტრზე მეტი.
|

15-02-2019
წყარო: commersant.ge
|
07-03-2019 საზღვრებს მიღმა eTweening-ით - ქართველი მასწავლებლის წარმატების ისტორია |
|---|
|
28-02-2019 ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა |
|
17-02-2023 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას გამართავს |
|
14-05-2019 “კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი” |