ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001027 დასრულებული

აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის გრანტი

წყარო: აშშ-ის საელჩო საქართველო

განაცხადის ბოლო ვადა
26.11.2021
საიტზე დამატებულია
31.10.2021

კონკურსის შესახებ:

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს საპროექტო განაცხადის აბსტრაქტების მიღებას აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) 2022 წლის კონკურსში. გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ დეტალები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

Პროგრამა AFCP-ის მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებს სამი მიმართულებით:

  1. კულტურული ძეგლები – როგორიცაა, ისტორიული შენობები, არქეოლოგიური ობიექტები და არამხოლოდ;

  2. კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები – მუზეუმიდან, ისტორიულ-კულტურული ადგილებიდან ან მსგავსი დაწესებულებებიდან- მაგალითად: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები (ობიექტები), ნახატები, სკულპტურები, ხელნაწერები, და ზოგადი სამუზეუმო ექსპონატების კონსერვაციის საჭიროება;

  3. ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები – როგორიცაა ტრადიციული მუსიკა, ადგილობრივი ენები, ტრადიციული რეწვის სახეობები.

წარდგენის ვადა: პროექტის აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 26 ნოემბრის 18:00 საათი. 18:00 საათის შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება. განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: TbilisiCultural@state.gov

დაფინანსების ზოგადი პრიორიტეტები: AFCP რეკომენდაციას გაუწევს იმ პროექტების დაფინანსებას, რომლებიც შეესაბამება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გაიდლაინებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები შეიძლება იყოს:

  1. კულტურული ძეგლები: უძველესი ან ისტორიული შენობის შენარჩუნება/დაცვა, არქეოლოგიური ობიექტის შენარჩუნება/დაცვა (არქეოლოგიურ ობიექტების გადახურვის გარდა), რეგიონში კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების აღწერა/დოკუმენტაცია დაცვის მიზნით.

  2. კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები: ნივთის ან კოლექციის დამუშავება კონსერვაციის მიზნით; კოლექციის საჭიროებების განსაზღვრა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და სტრატეგიის შემუშავება მისი მდომარეობის შენარჩუნების ან გაუმჯობესებისათვის; კოლექციის აღრიცხვა მისი დაცვისა და შენარჩუნების მიზნით; კოლექციის შენახვისა და გამოფენისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; სპეციალიზირებული ტრენინგი კოლექციის მოვლა-დაცვის საკითხებში.

  3. ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები: ტრადიციული მუსიკისა და ცეკვების დოკუმენტაცია და აუდიოვიზუალური ჩაწერა ფართო გავრცელებისა და სასწავლო, აგრეთვე მისი სამომავლო შენარჩუნების მიზნებისათვის, ასევე ტრენინგი გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნების და ტრადიციული რეწვის სახეობების შენარჩუნების საკითხებში.

2022 წელს AFCP უპირატესობას მიანიჭებს პროექტებს, რომლებსაც ეხება შემდეგი:

  1. კატასტროფის რისკის შემცირების მხარდაჭერა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის, რომლებიც კატასტროფის შესაძლო ზონებშია განლაგებული ან კატასტროფის შედეგად დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა,

  2. Პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს კონფლიქტების მოგვარებას და ეხმარება საზოგადოებას დაახლოებაში.

  3. თანამშრომლობა აშშ-ს საელჩოს სხვა, უკვე არსებულ პროგრამებთან.


წყარო: აშშ-ის საელჩო საქართველო