ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001046 დასრულებული

საგრანტო კონკურსი მსუბუქი მრეწველობის სექტორში

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
06.01.2022
საიტზე დამატებულია
15.12.2021

კონკურსის შესახებ:

"აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა" აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA#019: "მსუბუქი მრეწველობის სექტორში მომუშავე კომპანიების პროდუქტიულობის, წარმოების შესაძლებლობების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსუბუქი მრეწველობის სექტორში, კერძოდ, ავეჯის, სათამაშოების, სამშენებლო მასალების, პერსონალური დაცვის აღჭურვილობის წარმოების მიმართულებით მომუშავე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2022 წლის 6 იანვრის 18:00 საათი.

დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 2021 წლის 16 დეკემბრის 12:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე Webex-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.

ონლაინ შეხვედრის ბმული: https://dai.webex.com/dai/j.php?MTID=mebb33b696896c1e70eb23534bcfb2c6e

პაროლი: ASfjwBz66J3


წყარო: http://jobs.ge