აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა (2026)
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- მიმდინარე
- საიტზე დამატებულია
- 21.10.2026
- ნახვები
- 17
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ 2026 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს (მთავრობის 2026 წლის 24 ივნისის №285 დადგენილება) და მას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. მიზანია თანამედროვე, კლიმატთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების ზრდა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება. პროგრამა რამდენიმე ძველ პროგრამას აერთიანებს.
კომპონენტები:
- პირველადი წარმოება — მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ფერმა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, მტკნარი წყლის აკვაკულტურა და/ან მარიკულტურა
- გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოები
- სასაკლაოს მშენებლობა
- შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის (მაგ. ყურძნის გადამამუშავებლები, ერთწლიანი კულტურები)
თანადაფინანსება: სააგენტო ფარავს პროექტის ჯამური ღირებულების 50%-მდე; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებში — 55%-მდე. სააგენტოს ჯამური თანადაფინანსება — არაუმეტეს 2 მილიონი ლარისა. რძის ფერმის მოწყობას განსხვავებული პირობები აქვს.
ვის შეუძლია: რეგისტრირებულ მეწარმეებს — ინდივიდუალურ მეწარმეს ან სამეწარმეო იურიდიულ პირს. აუცილებელია ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ერთიან რეესტრში რეგისტრაცია (სააგენტოს ცენტრალურ ოფისში ან მუნიციპალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში).
როგორ წარედგინება: ელექტრონულად, სააგენტოს პორტალზე (programs.rda.gov.ge), მხოლოდ ქართულ ენაზე. თითოეული კომპონენტის დეტალური პირობები იხილეთ ოფიციალურ გვერდზე. ცხელი ხაზი: 1501.
ინფორმაციის წყარო: rda.gov.ge