ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001123 დასრულებული

საგრანტო კონკურსი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

წყარო: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

განაცხადის ბოლო ვადა
30.04.2022
საიტზე დამატებულია
16.04.2022

კონკურსის შესახებ:

"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში" არის 5 წლიანი (2022-2026) ინიციატივა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI).

პროგრამის მიზანია კანონის უზენაესობის გაძლიერება მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.

"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა" უნივერსიტეტებისა და/ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანსაც სამართლის სტუდენტებისთვის პრაქტიკული და კვლევითი უნარების განვითარება წარმოადგენს.

კონკურსის პირობების ტექსტის სრული ვერსია, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილების სახით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2022 (24 საათი, საქართველოს დროით).


წყარო: http://jobs.ge