Erasmus+ 2027 — ახალგაზრდობის სფეროში შესაძლებლობების განვითარება (Capacity Building in the field of Youth)
წყარო: ევროკავშირი — Erasmus+ (EACEA)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 02.03.2027
- დარჩა 102 დღე
- საიტზე დამატებულია
- 19.11.2026
- ნახვები
- 45
Capacity Building in the field of Youth Erasmus+-ის ქმედებაა ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ახალგაზრდული ორგანიზაციების თანამშრომლობისთვის. 2027 წლის კონკურსი გამოცხადდა 2026 წლის 18 ნოემბერს.
- რეგიონები: დასავლეთ ბალკანეთი, აღმოსავლეთ სამეზობლო (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა), სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი, სუბსაჰარული აფრიკა; რეგიონებს შორის შერეული პროექტები დაუშვებელია
- ვინ კოორდინირებს: ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია (ევროპული ახალგაზრდული ქსელები და ეროვნული ახალგაზრდული საბჭოები ჩათვლით) ან ადგილობრივი/რეგიონული/ეროვნული საჯარო ორგანო; სხვა ორგანიზაციები — პარტნიორებად. სომხეთისა და აზერბაიჯანის ორგანიზაციები მონაწილეობენ, მაგრამ კოორდინატორად ვერ
- კონსორციუმი: მინიმუმ 4 ორგანიზაცია — მინ. 1 ევროკავშირის ან ასოცირებული ქვეყნიდან (მაგ. თურქეთიდან) და მინ. 2 ერთი რეგიონის ორი სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნიდან
- დაფინანსება: ერთიანი თანხა (lump sum), 80% თანადაფინანსება; აღმოსავლეთ სამეზობლოს პროექტებისთვის მაქსიმუმ €300 000
- ხანგრძლივობა: 12, 24 ან 36 თვე
- შეზღუდვა: Programme Guide-ის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების ორგანოები (სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, სააგენტოები) Erasmus+-ში ვერ მონაწილეობენ — ქართული მხრიდან მონაწილეობა შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს
- ვადა: 2027 წლის 2 მარტი, 17:00 (ბრიუსელის დროით); განაცხადი — ევროკომისიის Funding & Tenders პორტალზე
დეტალები: Erasmus+ Programme Guide — Capacity building in the field of youth.