ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001168 დასრულებული

საგრანტო კონკურსი: სატრეინინგო პროგრამების შემუშავებ

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
21.09.2022
საიტზე დამატებულია
29.06.2022

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა, დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარების მიზნით, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC)-ის მიერ განხორციელებული პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება სამუშაოს მაძიებლებს, რათა მათ განივითარონ ზრდადი ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისთვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები.

პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი ინტერვენციები:

1. კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის.
2. პროფესიული პროგრამების შემუშავება ან გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად.
3. პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის.

ამჟამად, USAID-ის პროგრამა - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის აცხადებს წლიურ საგრანტო კონკურსს: APS # 004-C2B-001-2022- "გრძელვადიანი პროფესიული საგანმანათლებლო და სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება/გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად".

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მისამართზე: skillsgrants@iesc.org წარმოგვიდგინოთ თქვენი განაცხადი ნებისმიერ დროს არაუგვიანეს 2022 წლის 21 სექტემბრისა, 18:00 სთ. გთხოვთ, მიუთითოთ "APS # 004-C2B-001-2022" თქვენი ელ. წერილის სათაურში.


წყარო: http://jobs.ge