|
156 |
---|
![]() |
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი |
უნიკალური ნომერი: 001189
კონკურსის სახელწოდება
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა AR
კონკურსის მიზანი
შეარჩიოს და დააფინანსოს ორიგინალური კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს: ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას აღიარებული, კონკრეტული, პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად; ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების, პროცესის ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას მცირე მასშტაბის პროტოტიპის ტექნოლოგიური/მეთოდოლოგიური განვითარების, ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ვალიდაციის, ან რეალურ გარემოში პილოტირების ან/და გამოყენების დემონსტრირების გზით. კვლევა უნდა იყოს ექსპერიმენტულ განვითარებაზე, ტექნოლოგიური ტრანსფერის მზაობის დონის ამაღლებაზე, კომერციალიზაციაზე ან ინდუსტრიალიზაციაზე ორიენტირებული. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა კვლევებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ჭკვიანი სპეციალიზაციის გაძლიერებასა და მეცნიერების ეფექტურ ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი 3 ტიპის გამოყენებითი კვლევები:
ა) კონცეფციის დამტკიცება − მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დადგენა ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციის (გამოცდის) გზით;
ბ) პილოტირება - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის ვალიდაცია რეალურ/ ინდუსტრიულ გარემოში გამოცდის/ტესტირების გზით;
გ) დანერგვითი კვლევები - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დემონსტრირება საწარმოო/ინდუსტრიულ გარემოში, საწარმოო ხაზის სერვისის აპრობაცია ბაზარზე გასასვლელად.
კონკურსის ძირითადი პირობები
პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
კოორდინატორი:
მირანდა თედეშვილი
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: განათლება, მეცნიერება, ტრეინინგი;
დამატებულია: 03-08-2022
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 19-09-2022
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 32 დღე;
08-08-2022 ფონდი აცხადებს 2022 წლის სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობ სამეცნიერო კვლევით საგრანტო კონკურსს |
---|
07-05-2022 სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში (ENPARD III) |
03-08-2022 გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი |
11-08-2022 მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა |