ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001228 დასრულებული

თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დევნილთა და ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო

წყარო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
26.10.2022
საიტზე დამატებულია
26.09.2022

კონკურსის შესახებ:

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ.

პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება.

დევნილები და ეკომიგრანტები, 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 100 პირი დაფინანსდება.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება, 26 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიმდინარეობს:

  • თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
  • გორი, სამების ქ. N1;
  • რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
  • ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
  • ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge.

განაცხადის ფორმა

თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა