Women TechEU — გრანტი ქალების მიერ დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის
წყარო: Women TechEU — ევროპის ინოვაციების საბჭო (EIC), ევროკავშირი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 14.01.2027
- დარჩა 70 დღე
- საიტზე დამატებულია
- 05.11.2026
- ნახვები
- 30
Women TechEU ევროკავშირის ინოვაციების საბჭოს (EIC) მიერ დაფინანსებული პროგრამაა ადრეული ეტაპის ღრმა ტექნოლოგიების (deep tech) სტარტაპებისთვის, რომლებიც ქალმა დააფუძნა ან თანადააფუძნა.
რას იღებს გამარჯვებული: €75 000 გრანტი (კომპანიის წილის დათმობის გარეშე) და 6-თვიანი ბიზნეს-განვითარების პროგრამა — მენტორობა, ქოუჩინგი, ტრენინგები.
ძირითადი პირობები:
- კომპანია რეგისტრირებულია ევროკავშირის ქვეყანაში ან Horizon Europe-ის ასოცირებულ ქვეყანაში — მათ შორის საქართველოში, სომხეთსა და თურქეთში; დამფუძნებლის მოქალაქეობას მნიშვნელობა არ აქვს
- კომპანია არსებობს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 5 წელი
- დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელი ქალი იკავებს მმართველ პოზიციას (CEO, CTO ან მსგავსი) და ქალებს ეკუთვნით წილის მინიმუმ 25%
- ადრეული ეტაპი: მოზიდული წილობრივი ინვესტიცია €1 მლნ-ზე ნაკლები, ტექნოლოგიის მზაობის დონე TRL 4–6
საქართველო მიეკუთვნება „widening“ ქვეყნებს — თითოეულ ვადაზე ბიუჯეტის 40% სწორედ ამ ქვეყნების სტარტაპებისთვისაა გამოყოფილი.
როგორ ხდება განაცხადი:
- ეტაპი 1 — უფლებამოსილების შემოწმება: ყოველკვირეული ვადები სამშაბათობით (17:00 ბრიუსელის დროით), 2027 წლის 15 ივნისამდე; პასუხი — ერთ კვირაში
- ეტაპი 2 — სრული განაცხადი (მხოლოდ დადასტურებულ კომპანიებს): 14 იანვარი 2027, 1 აპრილი 2027, 8 ივლისი 2027
დეტალები და განაცხადის პლატფორმა: womentecheurope.eu