|
1706 |
---|
![]() |
საგრანტო კონკურსი: სატრეინინგო პროგრამების შემუშავება |
უნიკალური ნომერი: 001241
შშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა აცხადებს წლიურ საგრანტო კონკურსს გრძელვადიანი სატრენინგო პროგრამების შემუშავებაზე.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა, დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარების მიზნით, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC)-ის მიერ განხორციელებული პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება სამუშაოს მაძიებლებს, რათა მათ განივითარონ ზრდადი ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისთვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები.
პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი ინტერვენციები:
1.კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის.
2.პროფესიული პროგრამების შემუშავება ან გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად. 3.პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში და პროექტის სამიზნე ჯგუფებისთვის.
ამჟამად, USAID-ის პროგრამა - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის აცხადებს წლიურ საგრანტო კონკურსს: APS # 008-C2B-002-2022- "გრძელვადიანი პროფესიული საგანმანათლებლო და სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავება/გაუმჯობესება და განხორციელება კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად".
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი განაცხადი ნებისმიერ დროს არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტის, 18:00 სთ.
გთხოვთ, მიუთითოთ APS # 008-C2B-002-2022 თქვენი ელ. წერილის სათაურში.
დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრული განაცხადები არ განიხილება.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე
წყარო: https://jobs.ge/
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: განათლება, მეცნიერება, ტრეინინგი;
დამატებულია: 20-10-2022
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-03-2023
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 59 დღე;
09-01-2023 სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:“მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” |
---|
23-12-2022 აგროდაზღვევა |
12-02-2020 კომპლექსური მიდგომა |
15-12-2022 Small Grants |